ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის სასამართლო პროცესი ხვალ, 11:00 საათისთვის განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ პროცესი დღეს 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაიკითხა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, რომლის მიერ დადებული დასკვნაც საქმის მასალებს თან ახლავს.
"რუსთავი2"-ის დაცვის მხარე დასკვნის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა, მათი მოთხოვნა, დოკუმენტი საქმიდან ამოერიცხათ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.