ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა იწყება.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის კახაბერ მჭედლიშვილის განცხადებით, მას არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, მოითხოვენ თუ არა დაუყოვნებლივ აღსრულებას.
როგორც მჭედლიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ჯერჯერობით პროცესის დამთავრებას ელოდებიან და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოითხოვონ თუ არა დაუყოვნებლივ აღსრულება.
რაც შეეხება მოლოდინს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს, მჭედლიშვილი ამბობს, რომ ეს არის რთული და ხანგრძლივი პროცესი. მას არ აქვს იმის განცდა, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებს.