ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სასამართლო სხდომა ხვალ 11:00 საათზე განახლდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მათ გუშინდელი სასამართლო სხდომის ოქმის გასაცნობად დრო მისცემოდათ,
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე "რუსთავი 2"-ის დაცვის მხარემ გუშინდელი სხდომის ოქმის მიღების შუამდგომლობაც დააყენა და აღნიშნა, რომ საპაექრო სიტყვის მოსამზადებლად, მათთვის ოქმის სრული ჩანაწერის მოსმენა და გაანალიზებაა საჭირო.
როგორც იურისტებმა აღნიშნეს, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის შოთა ივანაშვილის დაკითხვის შემდეგ, ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რის გამოც, მათი საპაექრო სიტყვა ამ დაკითხვის ოქმის მოსმების შემდეგ დასრულდება.