რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განმარტებები დიპლომატიური კორპუსის ყოფილმა და მოქმედმა წარმომადგენლებმა გააკეთეს, რომლებიც პრეზიდენტთან შეხვედრაზე ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფებიან.
შენგენის ქვეყნებში საქართველოს ყოფილი ელჩის სალომე სამადაშვილის თქმით, ევროკავშირმა რუსთავი 2-ის თემასთან დაკავშირებით უკვე მიიღო საკმაოდ მკაცრი განცხადება.
" ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ხვალ, ზეგ ან მომდევნო პერიოდში რუსთავი 2-ში შედის სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელი და ხელს უშლის მაუწყებლობას რაიმე სახით, სანამ სასამართლო პროცესი გაივლის ყველა ეტაპს, ჩავთვალოთ, რომ საქართველოს შეუძლია დაივიწყოს როგორც უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ასევე ნებისმიერი პროგრესი ნატოსთან და ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე."- განაცხადა ყოფილმა ელჩმა მედიასთან კომენტირებისას.