ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ დღეს დააკავონ.
ამის შესახებ გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შგახსენებთ, რომ დღეს გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული.
გვარამიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას დააკავებენ, მის მოვალეობას ზაალ უდუმაშვილი შეასრულებს.
ცნობისთვის, დღეს დაკითხვაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც უნდა მივიდეს.