გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის დაცემაა მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით, 1 ნოემბერს დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში მოსალოდნელია +3, +8, მთაში +1, +6, მაღალმთაში – 4, +1 გრადუსის ფარგლებში.
"1 ნოემბერს ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში ზოგან თოვლი. 2 ნოემბერს ღამის საათებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც შესაძლოა -1 გრადუსამდე დაეცეს. 3 ნოემბრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს", _ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.