კიევის მერის არჩევნებში მეორე ტურია მოსალოდნელი, სადაც კლიჩკოს კონკურენტი ბორისლავ ბერიოზა იქნება. ამ ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები კიევის საარჩევნო კომისიის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საარჩევნო კომისიამ ხმების 88 %-ის დათვლა შეძლო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ვიტალი კლიჩკოს – 288 444 ამომრჩეველმა, ხოლო უმაღლესი რადას დეპუტატ ბორისლავ ბერიოზას – 67 440 ამომრჩეველმა მისცა ხმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved