რამდენიმე წუთის წინ, ქალაქ ოზურგეთის ცენტრში ციხის კადრების ამსახველი ფოტოები გამოჩნდა. თეატრის მიმდებარე ტერიტრიაზე “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები და ციხეებში მომხდარი წამების ამსახველი ფოტოები გააკრეს.
როგორც აქციის ორგანიზატორები “გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია ხელისუფლების მიმართ და ისინი საჯარო სამსახურებში დასაქმებული “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი აქციების გაგრძელებას აპირებენ.