“რესპუბლიკელ” მარინე სუნგულიას ინფორმაციით, მათი პარტიის მხარდამჭერს ასკანაში კონტროლის პალატიდან უწყება დღეს მიუვიდა.
_ ის დაკითხვაზე 4 საათზე არის დაბარებული. თორნიკე შევარდნაძე ჩვენი პარტიის მხარდამჭერია და მან “კარდაკარის” პრინციპით შეაგროვა ხელწერები ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით, _ გვითხრა სუნგულიამ.