"გურია ნიუსის" ჟურნალისტმა თამთა კაკაურიძემ ASB-სა (Arbeiter-Samariter-Bound) და Save the Children in Georgia-ს მიერ გამოცხადებულ მედია კონკურსში გაიმარჯვა.
სტატიამ – მდინარეებისგან შექმნილი საფრთხე და ზონები, სადაც მონიტორინგი არ ხორციელდება, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე გამოცხადებულ კონკურსში მეორე ადგილი აიღო.
კონკურსის პირველი ადგილი "ჯი-დი-ეს"-ის ჟურნალისტმა ქეთო პაიჭაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი bpn-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი სალომე გოგოხია გახდა.
ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით, ASB-სა და Save the Children in Georgia-ს მიერ მედია დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო "კოსტეში" გაიმართა.