ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბოკერია-გვარამიას საუბრების ცანაწერების გამოქვეყნებას ეხმაურება.
სუბარის თქმით, მიხეილ სააკაშვილს რომ საქართველო და ზოგადად ადამიანი თავისი კარიერისთვის უნდოდა, ეს ყველამ კარგად ვიცოდით.
"თუ ვინმემ აქამდე არ იცოდა, ის ახლაც ვერ გაიგებს ვერაფერს ამ დიალოგიდან, რადგან ისინი არიან მიშა სააკაშვილის სექტის წევრები და ისინი ვერასდროს ვერაფერს გაიგებენ. დანარჩენებისთვის ყველაფერი ნათელი იყო აქამდე და ნათელია დღემდე. ამ ადამიანს უნდა, რომ დაიღვაროს სისხლი იმისთვის, რომ ამით საფუძველი შეიქმნას მისი ქვეყანაში დაბრუნების, მაგრამ ეს არ მოხდება და ვერ მოხდება და ეს ნათლად თქვა ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში", _ აცხადებს სუბარი.