ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 10 უბნის შედეგების მიხედვით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საგარეჯოში "ქართული ოცნების" კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს.
ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, თამარ ხიდაშელმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 51,1 % (923 ხმა) მიიღო. მეორე ადგილზე – 45,68 %-ით (825 ხმა) "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილია, შემდეგი პოზიციები კი ასე ნაწილდება: მიხეილ ანდღულაძე – 1,71 %, გიორგი დავითაია – 1.05 % და ზურაბ ჯორბენაძე – 0,44 %.