სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1995 წელს დაბადებული ბექა ქ. და 1982 წელს დაბადებული მამუკა გ. ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, "ა-კა-ემ"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდით და 30 საბრძოლო ვაზნით, "ADLER-2003 LIGHT"-ის მოდელის პისტოლეტი 1 მჭიდით და 6 საბრძოლო ვაზნით, 2 ნიღაბი, 4 წყვილი რეზინის ხელთათმანი და 1 შეკვრა წებოვანი ლენტი ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

































































