"რუსთავი 2"-ის დაცვის მხარე ირაკლი ოქრუაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა ადვოკატებმა პროცესზე დააყენეს.
ადვოკატებმა პროცესზე წარმოადგინეს ჩანაწერი, რომელიც 29 ოქტომბერს გავრცელდა. ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ხალვაში "რუსთავი2"-ის მეპატრონე ფორმალურად იყო და შეძლებს სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს.
რაც შეეხება ოქრუაშვილის დაკითხვას, ადვოკატების თქმით, მას შეუძლია დაადასტუროს, იყო თუ არა რაიმე სახის ზეწოლა ქიბარ ხალვაშზე.






























































