ეს ხელისუფლება ასე დააბოტებს ადამიანთა ღირსებაზე”, _ ამ განცხადებას გურიის “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი თემურ სალუქვაძე აკეთებს.
“მინდა საჯაროდ პასუხი გავცე კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს: ვარიგებთ თუ არა გაზეთებს? დიახ ვარიგებთ და დავარიგებთ! მოვეხმარეთ თუ არა ადამიანებს ხელმოწერების შეგროვებაში? დიახ მოვეხმარეთ და თუ საჭირო გახდა ისევ მოვეხმარებით!”, _ ამბობს სალუქვაძე.
“ნაციონალური მოძრაობის ქმედებები კარგად არის აპრობირებული და ცნობილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ყოველ ზღვარს გადასულია ისტერიულ მდგომარეობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის ქმედებები. ერთ-ერთი ასეთი გამოვლინების ფაქტს სულ მალე ვიხილავთ გურულებიც: თუ როგორ გახსნის სააკაშვილი იუსტიციის სახლს იმ ფასეულობებზე, რომელიც აღმოჩენილი იქნა მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე და რომლითაც არც კი დაინტერესებულან, რომელსაც მიწა მიაყარეს, დაუმალეს საზოგადოებას. აი, ასე დააბოტებს ეს ხელისუფლება, როგორც ჩვენს ისტორიულ ფასეულობებზე, ასევე ადამიანთა ღირსებაზე”, _ დასძენს ის.. და განმარტავს, რომ _ ვინ არიან ის ადამიანები ვინც ხელმოწრებს აგროვებს, გაზეთებს არიგებს? იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის? ესენი არიან პატრიოტი მამულიშვილები და ჩვენ ვამაყობთ ამ ადამიანებით. დაგვკითხონ, თუმცაღა აქ დასაკითხი არაფერია, რამდენს მეტს დაგვკითხავენ, მეტი მხარდამჭერი გაგვიჩნდება. კონტროლის პალატის ამ კოლექტიურ დაკითხვის ფორმას აპროტესტებს უკვე სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომაც კონტროლის პალატის დაბარებულ მოქალაქეთა უფლებებს იურისტთა მობილური ჯგუფები დაიცავენ. “ჩვენ უარს ვეუბნებით ბოლშევიკურ მეთოდებს, სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს. ეს რეჟიმი ხელის შემშლელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ჩვენი ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებისთვის. ხელისუფლების მხრიდან გახორციელებულ, ამ მიზანმიმართულ სადამსჯელო თუ დაშინების პოლიტიკას, ჩვენ სიმტკიცით, ქვეყნის ერთგულებით დავუპირისპირდებით და ქვეყანას გავათავისუფლებთ დემოკარტიული საზოგადოებისთვის მიუღებელი დიქტატურისგან. მინდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით გურიაში კონტროლის პალატის მხრიდან ვინც აწარმოებს და ხელს უწყობს ამ არაზნეობრივ ქმედებებს, დადგება დრო და ამის გამო პასუხს აგებეთ თავისუფალი სასამართლოს წინაშე. ასევე მივმართავ, გურიის მხარის ყველა რგოლის ხელმძღვანელს: კარგად დაინახეთ თქვენი ხელისუფლების რეალური სახე”, _ აცხადებს გურიის თავისუფალი დემოკრატების ლიდერი.