ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობიდან, მასიური დაკითხვიდან, გამოსული იური წიქარიძე “გურია ნიუსის” კორესპონდენტთან ჟანა მეგრელიშვილთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არ იყო გასაუბრება, ეს დაკითხვა იყო.
_ კითხვები შეეხებოდა ოჯახის წევრების ფინანსური შემოსავლის დადგენას. ვის, ვინ, რომელი ბანკიდან და რამდენს ურიცხავს. რომ ვერ გამტეხეს, მითხრეს, რომ გააღე ფანჯარა და თუ გინდა გადახტიო. როგორც ვიცით, თქვენ თბილისში ცხოვრობთ, რომ ჩამოხვალთ ნახეთ რა მოგიწევთო. ამასთანავე, დაინტერესებული იყვნენ, რამდენი ხელწერა შევაგროვე, თუ ავიღე თანხა და რა ოდენობის. ასევე მკითხეს, თუ ვავრცელებ გაზეთს და კიდევ ჩემს გარდა ვინ არის ჩემს სოფელში მსგავსი საქმიანობით დაკავებული. მთხოვდნენ, ჩამეშვა სხვები”, _ თქვა “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა იური წიქარიძემ ჩვენს გაზეთთან საუბარში. მისი თქმით, დაკითხვა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შემიძლია, უნდათ ჩვენი ახსნა-განმარტებების საფუძველზე ლიდერებზე გასვლა. _ დარწმუნებული ვარ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელმა დამკითხა. რომელიც გაგა ჩანქსელიანი სახელით გამეცნო, _ აღნიშნა კორესოპონდენტთან წიქარიძემ. მის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი იცავდა. როგორც მან, გიორგი გირკელიძეს უთხრა, გაგა ჩანქსელიანმა ვერ წარუდგინა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ის მართლაც კონტროლის პალატის თანამშრომელია. ამ დროისთვის სულ ოთხი ადამიანია დაკითხული, დაკითხვაზე კი 6 მოქალაქე რჩება.