ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დღის ბოლოს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მთელი დღის განმავლობაში, დაცვის მხარე საპაექრო სიტყვას კითხულობდა.
ბრაალდების მხარეს თავისი საპაექტო სიტყვა უკვე წარმოთქმული აქვს. სასამართლო განხილვა სავარუდოდ ხვალისთვის უნდა დამთავრდეს, თუმცა როდის გამოაცხადებს მოსამართლე საკუთარ გადაწყვეტილებას აღნიშნულ საქმეზე, ჯერჯერობით უცნობია.
სასამართლო სხდომა ხვალ 12:00 საათზე გაიმართება.
































































