გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა. სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები
დასრულებულია. ამასთან, სრულად აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ავარიულ ხიდს ჩაუტარდა კაპიტალური რეაბილიტაცია, გამოიცვალა საყრდენი ნაწილი, დასრულდა ასფალტის ზედა ფენის დაგება, დაიხაზა და მოეწყო ახალი თვალამრიდები.
მდინარე დიღმულაზე გადასასვლელი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა. ბოლო რეკონსტრუქცია 1970-ან წლებში ჩაუტარდა, ხოლო გამოკვლევა 2013 წელს განხორციელდა.



































































