საპაექრო სიტყვის დასრულებისას, იურისტმა დიმიტრი ძაგნიძემ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მიმართა და განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, მოსამართლე ქიბარ ხალვაშის სარჩელს არ დააკმაყოფილებს.
"მინდა გამოვთქვა იმედი, რომ თქვენ არ მიიღებთ უკანონო გადაწყვეტილებას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ არ დააკმაყოფილებთ სარჩელს და არ მოსპობთ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას", _ აღნიშნა ძაგნიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილსიის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატები საპაექრო სიტყვებს კითხულობენ.


































































