უკრაინული ვებ-გვერდი uarevo.in.ua მორიგ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს აქვეყნებს.
ამჯერად, ჩანაწერში, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი, ნუგზარ წიკლაური და გივი თარგამაძე საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, წიკლაური ყოფილ პრეზიდენტს უყვება რა სამუშაოები გასწიეს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. საუბარს, სავარაუდოდ, გივი თარგამაძე აგრძელებს, რომელიც სააკაშვილს ეუბნება, რომ ხალხი "საკმარისი რაოდენობით" მიყავს.


































































