უტყუარი განაჩენი სასამართლო სისტემისთვის, ასე აფასებს "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის რამდენიმე წუთის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც გვარამია აცხადებს, კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს.
"კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს არაფერს, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, უტყუარი განაჩენი იქნება სასამართლო სისტემისთვის, რადგან ამ გადაწყვეტილების დასაბუთება შეუძლებელია.
კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არ ცვლის არაფერს, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთი, ძალიან მყარი, არასპეკულატიური, არამედ, ფაქტობრივი მტკიცებულება გვაქვს იმის, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში დასრულებულია; სამართლიანი მართლმსაჯულება ერთი ზონდერმოსამართლის ხელით დასრულდა და "რუსთავი2" სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის გარეშე იქნა დატოვებული", _ აღნიშნა ნიკა გვარამიამ "კურიერში" პირდაპირი ჩართვისას.

































































