გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ "გურია ნიუსს"ექსკლუზიურად განუცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს. ებრალიძეს დღეს აღმასკომის სხდომის დეტალებზე ვესაუბრეთ, მოგვიანებით კი მას ისევ შევეხმიანეთ, რა დროსაც მან დაადასტურა, რომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.
"დღეს აღმასკომის სხდომაზეც განვაცხადე, რომ ვაპირებ პოსტის დატოვებას. მე ეს გადაწყვეტილება უკვე მივიღე და ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზებზე ვრცლად უახლოეს დღეებში ვიტყვი" – განაცხადა ებრალიძემ.
მიუხედავად ებრალიძის ამ გადაწყვეტილებისა, ის ოფიციალურად ჯერ კიდევ რჩება გრფფ – ს პრეზიდენტის თანამდებობაზე.





































































