სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველოში სამართლიანი სასამართლო დაასრულა.
"ამისი ილუზიაც აღარ არსებობს. ეს მართალია რამდენიმე ხნის წინ მოხდა, სისხლის სამართლის პროცესებია ამის დასტური, მაგრამ დრეს სამოქალაქო პალატაც სრულიად გარყვნილია. სრულიად დეგრადირებული და კორუმპირებულია. ერთმა მოსამართლემ ამის გაკეთება შეძლო. რასაც ძალიან დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ მის კოლეგებს, რომლებიც ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომით განამტკიცებდნენ სასამართლოს რეპუტაციას, და მათი ეს შრომა წყალშია ჩაყრილი. დღეს სასამართლოს არავითარი რეპუტაცია აღარ დარჩა", _ განაცხადა ნიკა გვარამიამ "კურიერში" პირდაპირი ჩართვისას.


































































