სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს და აცხადებს, რომ არ მოხდეს მსგავსი გადაწყვეტილების გამოტანა, გასაჩივრების შემდეგ.
"ეს კიდევ უფრო დაძაბავს საზოგადოებაში შექმნილ უმძიმეს ვითარებას და საბოლოოდ დაასამარებს სასამართლოს სისტემას, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა საკუთარი თავი გადაირჩინოს.
ნუ დაიწყებენ პროცესების აქსელერაციას, ნუ მიიღებენ უკანონო გადაწყვეტილებას, ნუ მოხვდებიან კოლეგიაში ის ადამიანები, რომლებიც ნგაჟირებულები არიან წინასწარ და კორუფციულ გარიგებებში არიან ხელისუფლებასთან. რაც შეიძლება ფულის აღებით გამოიხატოს, ან სხვა რაიმე ნებისმიერი ტიპის უკანონო გარიგებით. რადგან ეს, როგორც ურთმელიძის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოაშკარავებული იქნება "რუსთავი 2'-ის მიერ და იხილავს დღის სინათლეს. უ გაიხდით თავს დასაცინად, ნუ აიგდებთ თავს აბუჩად, მიყევით თქვენს შინაგან რწმენას და პროფესიონალიზმს.
ურთმელიძე გახდა უკვე ზედსართავი სახელი, რომელიც აღნიშნავს უსამართლობას, დედის უარყოფას, ყველაფერ ცუდს. ნუ გახდებით ზედსართავი სახელები და საკუთარ გვარებს ნუ ჩააყენებთ ურთმელიძის რიგში. გადაარჩინეთ სასამართლო სისტემა და ქვეყანაში დემოკრატია", _ განაცხადა გვარამიამ.

































































