მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების შეფასებისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონის უზენაესობა ყოველთვის იქნება დაცული:
"გავრცელდა აუდიო ჩანაწერები ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის , რომელიც საკუთარ თავს ქინძს ეძახის. ჩემთვის ეს სასაცილოა უბრალოდ. ჩვენ ქინძის განცხადებაზე ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს სახელმწიფო არის იმაზე მეტად ძლიერი ვიდრე სამი წლის წინ.
რატომ? იმიტომ, რომ დღეს ვართ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა იქნება ყოველთვის დაცული და არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვერც ქინძი და ვერც ნებისმერი სხვა მოქალაქე", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯურნალისტებთან საუბრისას.
































































