მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველი განცხადება გააკეთა.
_ "ჟურნალისტებს თქვენ, რუსთავი 2-ს მინდა მოგმართოთ. თქვენ ხართ ძალიან კარგი პროფესიონალები. მინდა აქვე დავაფიქსირო ჩემი პატივისცემა, ჩემი მხარდაჭერა თქვენდამი.
ვინაიდან თქვენ მართლაც გამორჩეულად, ისე როგორც სხვები, აშუქებთ მოვლენებს საქართველოში, მაგრამ დაუშვებელია სწორედ ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების პოლიტიზირება.
ყველა პოლიტიკოსმა თავი უნდა შეიკავოს მაქსიმალურად მედიის პოლიტიზირებისგან. მე პირადად ამის წინააღმდეგი ვარ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




































































