სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია დაბარებული. ნიკა გვარამია დღეს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
დაკითხვაზე დაიბარეს ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. გივი თარგამაძეს, ნუგზარ წიკლაურს და კობა ხაბაზს უწყება გუშინ საღამოს მიუვიდათ. საქმე ეხება 315-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას და ინტერნეტ საიტზე გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს, რომელშიც მათ მიხელ სააკაშვილი ესაუბრება.
ასევე ფარული აუდიო ჩანაწერების გამო გუშინ დაიკითხნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია და მომღერალი სოფო ნიჟარაძე.
უცხო ქვეყანაში ატვირთულ მასალებზე, რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის, საქართველოში გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.


































































