თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, რომელიც მან დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის ს ხდომაზე გააკეთა, თანამდებობებს ტოვებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი.
"ორი საკადრო ცვლილება განხორციელდება. პირველი ეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი არეშიძეს, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად იმუშავა დედაქალაქის მერიაში, ისევე როგორც ჩემს საარჩევნო კამპანიაში და 24-საათიან რეჟიმში გვერდში მედგა", – განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ ეს თავად არეშიძის გადაწყვეტილებაა.
Developed By Web Features 2023 © All rights reserved