თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ჯოკია ბოდოკიას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დღეს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია 2015 წლის 11 თებერვალს დააკავეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა).
ამავე თემაზე:
ჯოკია ბოდოკია ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი
ძვირადღირებული საძინებელი, როიალი, სახლი წყნეთში _ დეტალები ჯოკია ბოდოკიას დეკლარაციიდან





























































