დიასახლისების საყვარელი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში პუპულარობა "სავაშის" როლით მოიპოვა ჩოხატაურის ხშირი სტუმარია. იგი ჩოხატაურის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსთან, საკრებულოს წევრთან მანანა მინდაძესთან მეგობრობს და მის ოჯახს შიგადაშიგ სტუმრობს.
უფრო მეტიც, როგორც გვეუბნებიან მეგობრების ახლობლების გასვენებებსაც არ ტოვებს:
_ გუშინ იყო ჩამოსული. ჩვენი საერთო მეგობრის დედა გარდაიცვალა. მურატი ძალიან ტრადიციული ახალგაზრდაა და ჩათვალა, რომ მეგობრის დედის დაკრძალვაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მინდაძემ.
როგორც გავარკვიეთ ილდირიმი, გურიის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შოთა მჟავანაძის ბებიის გასვენებაში იმყოფებოდა, "ქელეხშიც" დარჩა და კორკოტიც დააგემოვნა.
მანანა მინდაძის თქმით მურატს ძალიან უყვარს ღომი და სულგუნი.

ის ადამიანები, რომლებიც მსახიობთან ერთად იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ იგი თბილი და მეგობრული ადამიანია:
_ მურატი ჩემი ოჯახის ხშირი სტუმარია. იგი ბევრ პროექტშია ჩართული და აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მინდაძემ.





























































