ინდონეზიაში, კურორტ ბალის მიმართულებით ავიარეისები ვულკანის ფერფლის ძლიერი ამოფრქვევის გამო გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვულკანის ფერფლი თვითმფრინავის ძრავს საფრთხეს უქმნის, რის გამოც 692 ავიარეისი გაუქმდა.
როგორც ცნობილია, რეისების მოულოდნელად გაუქმების შედეგად კუნძულზე მოგზაურები არიან ჩარჩენილები და კუნძულის დატოვებას ვერ ახერხებენ. მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
მაუწყებლის ცნობით, ძლიერი ფერფლის შედეგად რეგიონში კიდევ 2 აეროპორტი დაიკეტა.
როგორც ცნობილია, მსგავსი შემთხვევა 2010 წელსაც მოხდა.






























































