რამდენიმე დღის წინ ლონდონის "Christie"s"-ის აუქციონზე მორიგი სამუშაო დღე გაიმართა. აუქციონის ორგანიზატორებმა გასაყიდად ცნობილი მუსიკოსი მიკ ჯაგერის ძველი კოსტიუმი გამოიტანეს.
ამ სამოსის ასაკი დაახლოებით 40-45 წელი გახლდათ. მისი შემქმნელი თავის დროზე ცნობილი დიზაინერი ოსი კლარკი გახლდათ.
ცნობილ როკმენს ეს კოსტიუმი შორეულ 1972 წელს ეცვა. იმ პერიოდში ჯგუფი საგასტროლო ტურნეში, აშშ-ში იმყოფებოდა.
ტანსაცმლის საწყისი ფასი 12 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. სამოსი უცნობმა კოლექციონერმა შეიძინა, რომელმაც 20 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.





































































