დღეს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება. პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნისთვის წარმატებული საქმიანობა უსურვა.
"მათ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ერგოთ ქვეყნისთვის სამსახური. იმ წარმატებაში, რომელსაც საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია, უდიდესი წვლილი სწორედ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ეკუთვნით.
მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველა ქართველი დიპლომატის მიმართ და მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს ქვეყნის სამსახურისა და პროფესიული ერთგულებისათვის. მჯერა, რომ ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული, პრინციპული, პროაქტიული და მაღალკვალიფიციური დიპლომატიის მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს, ვუსურვებ მათ წარმატებებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ."-ნათქვამია პრემიერის მისალოც განცხადებაში.



































































