ახალი წლის დღესასწაულებს თბილისი ახალი საშობაო ნაძვის ხით შეხვდება. 22 მეტრიანი საშობაო ნაძვის ხის შესყიდვა თბილსის მერიას 175 573 ლარი დაუჯდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით ახალ ნაძვის ხეს წითელი და ოქროსფერი ბურთები და ბაბთები ექნება, ასევე მოირთვება თბილი ნათების 45 000 ნათურით.
_ დედაქალაქს შეემატება ახალი ილუმინაციებიც, რომლის შესყიდვისთვის 748 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი მერიამ კომპანია „ნუკო+”-თან გააფორმა. იქნება
მანათობელი ქოლგები, ვარსკვლავები და ბაბთიანი სასაჩუქრე ყუთები _ აღნიშნავენ მერიაში.





































































