ამერიკულმა გამოცემა „Forbes“-მა 4 ნოემბერს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. 73 წევრისგან შემდგარ სიას, ზედიზედ მესამედ სათავეში – რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უდგას. მეორე ადგილზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დამკვიდრდა. რეიტინგში აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კიდევ უფრო დათმო თავისი პოზიციები და გამოცემის რედაქციის აზრით მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის ის მესამე ადგილს იკავებს. რაც შეეხება ათეულს ის შემდეგი სახითაა წარმოდგენილი:
10. ლარი პეიჯი – Google-ს შექმნელი (სერგეი ბრინთან ერთად), კომპანია “Google”-ს აღმასრულებელი დირექტორი (აშშ).
9. ნარენდრა მოდი – პოლიტიკოსი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი (ინდოეთი).
8. დევიდ კემერონი – პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (დიდი ბრიტანეთი).
7. ჯანეტ იელენი – ეკონომისტი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი (აშშ).
6. ბილ გეიტსი – „Microsoft“-ს დამფუძნებელი (აშშ).
5. სი ძინპინი – პოლიტიკოსი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური ( ჩინეთი).
4. პაპი ფრანცისკი – რელიგიური მოღვაწე, რომის პაპი (ვატიკანი).
3. ბარაკ ობამა – პოლიტიკოსი, აშშ-ს პრეზიდენტი (აშშ).
2. ანგელა მერკელი – პოლიტიკოსი, გერმანიის ფედერალური კანცლერი (გერმანია).
1. ვლადიმერ პუტინი – პოლიტიკოსი, რუსეთის პრეზიდენტი (რუსეთი).
რეიტინგის სრული სახით ხილვა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი:
www.forbes.com/powerful-people/list/#tab:overall



























































