ამ წუთებში ქობულეთის რეგიონალური საავადმყოფოს ექიმები 13 წლის ერიკ სააკიანის გადარჩენას ცდილობენ, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
მოზარდი დაახლოებით ერთი საათის წინ, ქობულეთში ეგრეთწოდებული შახტიორის უბანში უგონოდ მყოფი იპოვეს. მას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები ბარძაყზე აღენიშნება და გარდა ამისა დაზიანებული აქვს მთავარი არტერია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, პოლიცია უკვე მობილიზებულია და ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებს.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved