ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მოსამართლე ურთმელიძის კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ. ამ განჩინების მიხედვით ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილება შეუჩერდა .
როგორც "კურიერის" სპეციალური გამოშვება იუწყება, არხის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.
განჩინებაში ასევე ნათქვამია, რომ მმართველები უნდა იყვნენ ნეიტრალურები, მაგრამ რამდენად შეინარჩუნებენ ისინი ნეიტრალურობას ეს საკითხი სადაოა – ასეთია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის აზრი.