საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა "რუსთავი 2"-ს სპეციალურ გამოშვებაში "კურიერში" პირველი კომენტარი გააკეთა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე.
" არ ვიცი რა გადაწყვეტილება მიიღო ურთმელიძემ. "რუსთავი2"-ის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ. თუ რამე უკანონო მოხდა, შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ" – თქვა მანანა კობახიძემ.
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის თანამდებობიდან გადაყენებულია.