"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, დღეის შემდეგ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმია.
როგორც რატიანმა "გურია ნიუსს" გაუცხადა, "სასამართლო მიიღოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, შესაბამისად, ივანიშვილის რეჟიმმა სახალხოდ თქვა უარი კონსტიტუციაზე და გახდა დამნაშავე რეჟიმი. აქედან გამომდინარე, დღეის შემდეგ, ჩვენ გვყავს სრულიად ავტორიტეტული რეჟიმი".
"_საზოგადოებას აქვს ასარჩევი ამ რეჟიმს დაექვემდებაროს, თუ დააბრუნოს სახელმწიფო სამართლებრივ ჩარჩოში. ივანიშვილის სურვილია სრულად გააკონტროლოს სასამართლო, თავისუფალი სიტყვა და გავხდეთ არა ევროპული ნორმალური სამართლებრივი სახელმწიფო, არამედ ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც თანდათანობით უახლოვდება რუსეთს. ჩვენ ვხედავთ რომ ისინი პირდაპირ თანამშრომლობენ რუსეთთან, შემოაქვთ რუსული ფული. უქვემდებარებენ საქართველოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად, რადგან ეს რუსული რეჟიმი ვერ უძლებს კრიტიკას და ვერ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში და დემოკრატიული დასავლეთის ნაწილი ვეღარ იქნება, ამიტომ აქვს საზოგადოებას არსარჩევი დაექვემდებაროს ივანიშვილს და გააგრძელოს ცხოვრება ავტორიტარული მანიაკის პირობებში, ან დააბრუნოს ხელისუფლება სამართლებრივ ჩარჩოში. დღეს ისევ ხდება ქვეყნის დაბრუნება არასამართლებრივ რეჟიმში, ამიტომ ჩვენ აქ დემოკრატიისთვის შევიკრიბეთ", _ აღნიშნა რატიანმა.