ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის, დავით დვალის განცხადებით, დროებითი მმართველები ტელეკომპანიაში ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე აპირებენ მისვლას, თუმცა ის "რუსთავი2-"ში მისვლის ზუსტი დრო არ ასახელებს.
როგორც დვალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიცია გამოძახებული არ იქნება, რადგან დროებითი მმართველების მიზანია ყოველგვარი დაძაბულობა იქნას თავიდან აცილებული.
"მზად ვარ დავსხდეთ და ვისაუბროთ. თუ შემომიშვებთ "რუსთავი 2"-ში, თუ არადა სადმე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე. მე თქვენ გიყურებთ, როგორც ჩემს მომავალ თანამშრომლებს. სადაც გინდათ, როგორც გინდათ, შევხვდეთ. ვისაუბროთ ყველა ეჭვზე, რომელიც გაგაჩნიათ და ნებისმიერ მძიმე საკითხზე", _ განაცხადა დავით დვალმა.