ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდანვე იმყოფებიან ჟანა მეგრელიშვილი და გიორგი გირკელიძე. როგორც მათ დაკითხვიდან გამოსულმა იამზე ჭელიძემ უთხრა, მის მიმართ, ზეწოლას ჰქონდა ადგილი და აიძულებდნენ ეღიარებინა, ის რაც რეალობაში არ არსებობს.
_ ხმამაღლა მესაუბრებოდნენ, მაიძულებდნენ, მეთქვა, რომ ჩემს ანგარიშზე თანხა იყო ჩამორიცხული. დავამტკიცებთ, რომ თქვენს ანგარიშზე თანხა ჩამოირიცხაო, _ მითხრეს. უნდოდათ, მეღიარებინა ის, რაც არ მომხდარა რეალურად. მე არანაირი კავშირი არ მაქვს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ჩემი შვილია, ალბათ, მასაც გაუგზავნიან უწყებას”, _ ამბობს ის.