ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურა კიწმარიშვილის განცხადებით, „ეროსი ცოცხალი რომ ყოფილიყო მიმდინარე პროცესი მის გარეშე ვერ ჩატარდებოდა“.
"სამწუხაროდ, ჩემი ძმა აღარ არის ცოცხალი და მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შემიძლია. ვფიქრობ, ეროსი ცოცხალი რომ ყოფილიყო მიმდინარე პროცესი მის გარეშე ვერ ჩატარდებოდა. 2009 წელს, პროკურატურაში შევიდა საქმე ტელეკომპანიის მფლობელების წილებთან დაკავშირებით და ჩემი ძმა დაკითხეს, მაგრამ მის დაკითხვას რამდენად გამოიყენებენ საქმეში, ეს მეორე საკითხია. ეროსის ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ თუკი ტელეკომპანიის მფლობელების შესახებ ჩატარდებოდა პროცესი, ის აუცილებლად ჩაერთვებოდა ამაში და თავის ინტერესებს დაიცავდა", _ განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.