იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე, რომელიც ურთმელიძის გადაწყვეტილებას ეხება, განმარტებას ითხოვს:
"მართლაც მეხერხება განაჩენების წერა,მაგრამ ამას ვაკეთებდი სტრასბურგში და მე, რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი, მაგრამ არც ეს გადაწყვეტილება არ გამოიყურება ცუდად.
რაც მთავარია ის არ არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო.
კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ აშშ-ს საელჩომ განმარტოს რას ნიშნავს ღამით მოხდა მოვლენები?!
სასმართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროშ შემოვიდა 18 საათზე და დღეს დილით 9 საათსა და 20 წუთზე რეგისტრაციაში გატარდა. მინდა ხელი დამიდონ დოკუმენტზე რა არის ღამის" _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის საელჩომ საქართველოში რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადება დღეს დილით გაავრცელა:
"ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რაც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას.” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ამერიკის საელჩოს ოფიციალურ Facebook-ზე გამოქვეყნდა.