საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, 16 ნოემბერს, გურიაში, კონკრეტულად კი, ოზურგეთში სახალხო დამცველის გურიის ოფისი იხსნება.
ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონული მედიის წარმომადგენლებს თავად უჩა ნანუაშვილმა გააცნო.
სახალხო დამცველის აპარატს გურიაში უკვე ყავს წარმოამდგენელი მაკა მალაყმაძე და არ არის გამორიცხული, რომ ოფისს კიდევ ერთი შტატი დაემატოს.
ოფისის გახსნას ოზურგეთში სახალხო დამცველი თავად დაესწრება.