“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატს ჯაბა ზერეკიძეს საქმიანობაში ხელი შეუშალეს. საია-ს ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, ადვოკატებს ოქმში თავიანთი მოსაზრებები არ ჩააწერინეს:
_ უკვე ოთხი დღეა, ჩვენ ვიცავთ იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც დასაკითხად გამოიძახეს. მაგალითად, გუშინ ჩვენს იურისტებს არ მისცეს უფლება, ოქმში თავიანთი მოსაზრება დაეფიქსირებინათ. ასევე, ამ დრომდე იმ პირებმა, რომლებიც კითხავენ ოპოზიციის აქტივისტებს თუ წევრებს, ვერ წარმოადგინეს საბუთი, ნამდვილად წარმოადგენენ თუ არა ისინი კონტროლის პალატას, _ გვითხრა თამაზ ტრაპაიძემ.