ახალგაზრდა მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ ანში მოხდა. გარდაცვლილი 33 წლის იყო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, ახალგაზრდა კაცს მეხი მაშინ დაეცა, როდესაც საქონელს მწყემსავდა.