კონტროლის პალატის სახელით ახსნა – განმარტებებს მოქალაქეებს ხვალაც ჩამოართმევენ. ამ დროისთვის უწყება მიუვიდათ “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს ალეკო ჩოხაძეს და ვანო ხომერიკს. ხომერიკი ამავე პარტიის გამგეობის წევრიცაა. ოზურგეთში ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის პროცესი, ორი დღეა, გრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, ახსნა-განმარტება 22 მოქალაქეს ჩამოართვეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved