6-7 ნოემბერს თბილისში მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. საქართველოს სახელით, 16 წლის ასაკობრივ ჯგუფში 69 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობდა ოზურგეთის სპორტული სკოლის წარმომადგენელი, მოჭიდავე ლუკა ტატურაშვილი. მან პირველი ადგილი აიღო და ჯილდოდ მედალი, თასი და საპატიო სიგელი გადაეცა.
ოზურგეთის სასპორტო სკოლის მწვრთნელი გურამ მაჭარაშვილი , ვისი მეთვალყურეობის ქვეშაც ახალგაზრდა ჩემპიონი ვარჯიშობს, ამბობს, რომ ლუკას გამარჯვება მოულოდნელი არ იყო, ის ძალზე პერსპექტიული სპორტსმენია.
ლუკა ტატურაშვილი ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს.
ტურნირში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენელი მოჭიდავეები.