მიგული ბერძენიშვილი:
_ კი და იმიტომ, რომ ყველაზე საყვარელი კაცი იყო. უბედურები ლანძღავენ და ხალხი ვინცაა, ის აქებს.
გოჩა ჯიქია:
_ სტალინის სურათი უნდა ეკიდოს თუ არა, მაგას თვითონ გადაწყვეტს საჯარო მოხელე. თუ კანონით არ იკრძალება, მაშინ გადაწყვიტოს საჯარო მოხელემ დამოუკიდებლად.
ჯონი ორაგველიძე:
_ უნდა ეკიდოს. იმდენი ხანი იყო ქვეყნის სათავეში და ვისთვის რა დაუშავებია?!
ლუიზა ძნელაძე:
_ ვერ გაგცემთ სწორ პასუხს, ახალგაზრდა თაობა ვართ და ზუსტად არ ვიცი.
იოსებ მახარაძე:
_ არა მარტო საჯარო მოხელეების, ყველა ქართველის ოჯახში უნდა ეკიდოს სტალინის სურათი, რადგან ის კაცი იყო ქართველი, გენიოსი და სამართლიანი. მაშინ სახელმწიფო სახელმწიფოდ ვარგოდა, ქვეყანა _ ქვეყანად და ხალხიც ნორმალურად ცხოვრობდა.
ოთარ ქელბაქიანი:
_ აუცილებლად უნდა ეკიდოს. მის ქართველობას უნდა ვცეთ პირველ რიგში პატივი, რუსები ეკიდებიან პატივისცემით და ჩვენ არ უნდა დავაფასოთ?!
მზია ფირცხალაიშვილი:
_ რა ვიცი, ვის როგორც უნდა. არის ხალხის კატეგორია, ვისაც უყვარს სტალინი.
მერაბ ცინცაძე:
_ უნდა ეკიდოს იმიტომ, რომ ისტორიული პიროვნებაა. მან მოიგო ომი და დაამხო ფაშიზმი.
შაქრო წილოსანი:
_ უნდა ეკიდოს თუნდაც იმიტომ, რომ ის ქართველი იყო.
გია დოლიძე:
_ არ ვიცი, ვისაც როგორ უნდა.
დალი ტუღუში:
_ კი, უნდა ეკიდოს.
გოგი ფირცხალაიშვილი:
_ სტალინი ძლიერი პიროვნება იყო და უნდა ეკიდოს.
მერაბ ღლონტი:
_ არ მგონია. ისე, მე სტალინისტი ვარ, მაგრამ მაინც არ უნდა ეკიდოს.
იური ქაშანიანი:
_ კი, მგონი.
ნუნუ მახარაძე:
_ მისი ნებაა, უნდა დაკიდებს, უნდა არ დაკიდებს, მე პირადად მიყვარს მაგი კაცი.
გიორგი მსხალაძე:
_ არა.
იური სიხარულიძე:
_ პიროვნულია, თუ უნდა ნაპოლეონის დაკიდოს, მე მაგალითად არც კაბინეტი მაქვს, მაგრამ რომ მქონდეს, არც დავკიდებდი.