ნეპალში ავიაკომპანია იძულებულია შიდა რეისების გააუქმოს. აღნიშნულ ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ავიაკომპანია ფრენების გაუქმების მიზეზად საწვავის დეფიციტს ასახელებს.
კატმანდუს აეროპორტის მენეჯერის, უსტავ რაჯ ხარელის განცხადებით, კვირას, შიდა რეისების 70 პროცენტზე მეტი, ხოლო ორშაბათს რეისების ნახევარი გაუქმდა.
როგორც ცნობილია, ნეპალში არსებული შიდა ავიარეისებით დღეში 2000-ზე მეტი ადამიანი მგზავრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მადჰეშის ეთნიკური გაერთიანება ნეპალის ახალ კონსტიტუციას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ინდოეთთან საზღვრის სამხრეთი მხარე დაიბლოკა.
როგორც ისინი ამბობენ, თუ საზღვარი არ ჩაიკეტებოდა საწვავის და სხვა საჭირო ნივთების დეფიციტს ქვეყანა თავიდან აიცილებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო რეისები ჩვეულ გრაფიკში სრულდება, იმიტომ რომ ისინი ვალდებულნი არიან საწვავი ნეპალის მიმართულებით გაფრენამდე შეავსონ.